დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ნიკა ლატარია აირჩიეს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/11/20 23:41:33

დღეს ქუთაისის მეექვსე  მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.  სხდომა გახსნა ქუთაისის 59-ე საარცევნო ოლქის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა.


 პირველ სხდომას ტრადიცულად წარუძღვა  საკრებულოს უხუცესი ალეკო ახალაძე. სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაირა.


დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. მათ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, გია უკლებას განმცხადებით, არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბების ფონზე და ეს არჩევნები არ ასახავს ქუთაისელების ნებას, ამიტომ არ მიიღეს პირველ სხდომაში მონაწილეობა.


ნიკა ლატარიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის პროტესტი ნიშნავს იმას,  რომ ოპოზიცია გაურბის პასუხისმგებლობას.


ნაციონალური მოძრაობის წევრების პროტესტის მიუხედავად, საკრებულოს სხდომაზე აირჩიეს  ახალი საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები.  საკრებულოს თავმჯდომარედ  - ნიკოლოზ ლატარია, ხოლო მოადგილეებად - ირაკლი შენგელია და რამაზ ჩხიკვაძე.


„ ჩვენმა თანაქალაქელებმა გამოგვიცხადეს მაღალი ნდობა, ვპირდები მე ჩემს ქუთაისს, რომ ამ ქალაქის მომავალი იქნება უკეთესი.“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ  ლატარიამ.

 

ლიკა დევდარიანი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1683
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია