საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სვანეთში სოფელ ჩაჟავშში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა
2017/11/18 23:11:37


კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ  “მიმდინარე წელს, ჩა
აშში ნიჟარაძეების 12 საგვარეულო მაჩუბი და კოშკი რეაბილიტირდა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ფიქალის ქვის გადახურვა სრულად შეიცვალა და განახლდა. გამოფიტული კედლების საპირე წყობა დაზიანებულ სეგმენტებზე დაიშალა და ხელახლა აღდგა კირ-დუღაბით. მშრალი ქვის წყობის ბზარები შეივსო და ფარული რკინა-ბეტონისა და რკინის სალტეებით გამაგრდა. სრულად შეიცვალა გადახურვის ხის კონსტრუქციები, რომლებიც ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარა და ანტისეპტიკურად დამუშავდა. მაჩუბებისა და ციხე-კოშკების ნაწილის საძირკვლები გაძლიერდა კირ-დუღაბის ხსნარით. მაჩუბების სართულშუა გადახურვის ხის კონსტრუქციები სრულად აღდგა იატაკის ფენილი მრგვალი ხე-მასალით. რიგ შემთხვევებში შეიცვალა ხის კარები, რომლებიც ავთენტური ფორმით დამზადდა და ნაჭედი რკინა-კავეულით მოეწყო.



სამომავლოდ იგეგმება იმ ციხე-კოშკის რეაბილიტაციაც, სადაც ამჟამად უშგულის არქეოლოგიური მუზეუმია განთავსებული. არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 160–მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.

 

უშგულის თემის სოფელი ჩაჟაშში მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული კომპლექსი, რომელიც მუზეუმადაა გამოცხადებული, 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს და 11 ხალხურ საცხოვრებელს აერთიანებს. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი”,-აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


მოამზადა ნატო ყურაშვილმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 928
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია