დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს რედაქტირებული კონსტიტუცია სრულად 2020 წელს ამოქმედდება
2017/11/17 22:25:02

 

 პარლამენტში  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის  საყოველთაო განხილვა მოეწყო.  შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ  დასავლეთ საქართველოს სტუდენტები,აკადემიური წრეეების წარმომადგენლები, რეგიონში მოქმედი არასამთავრობო სექტორისაა და მედიის წარმომადგენლები.პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რედაქტირებული  კონსტიტუცია მუხლობრივად  განიხილა დამსწრე საზოგადოების წინაშე და საკონსტიტუციო ცვლილებების   მნიშვნელობაზე ისაუბრა.


 კობახიძის თქმით, თითოეული მუხლი მხოლოდ პოზიტიურ ცვლილებას მოიცავს დ ხელს უწყობს როგორც სახელმწიფო მმართველობის,ასევე -  საარჩევნო სისტემის დახვეწას.


საკონსტიტუიო ცვლილებების განხილვისასას ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა: პროპორციულ საარჩევნო სისტემის შემოღებაზე, ბონუსების სისტემის გაუქმებაზე,  პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევაზე. ახალი შესწორების მიხედვით, პრეზიდენტს 300 ხმოსანის ნაცვლად "საარჩევნო კოლეგია" აირჩევს.  


"მიუხედავად იმისა,რომ სიტყვა "ხმოსანი " ქართული წარმომავლობისაა, ის მაინც ქილიკის საბაბი გახდა, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვეცვალა და მის ნაცვლად, კონსტიტუციაში ჩავწერეთ "საარჩევნო კოლეგია"- განაცხადა კობახიძემ.


კონსტიტუციაში ერთი ახალი დამატებაც გაჩნდა,რომლის მიხედვითაც: ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტთან თავისუფალად სარგებლობის საშუალება.


ახლი შესწორების მიხედვით, პარლამენტის წევრს შეუწყდება უფლებამოსილება ვადაზე ადრე, თუკი  არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენს.


 მიუხედავად იმისა,რომ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა  უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების არჩევის საკითხს, კონსტიტუცის 61-ე მუხლში წერია, რომ უზენაესი სასამართლოს 28 წევრისაგან შემდგარ მოსამართლეებს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ ირჩევს პარლამენტი.


აღნიშნული რეფორმები მიუღებელია  პარლამენტის ოპოზიციური ნაწილისთვის . ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან და შესაბამისად, საკონსტიტუციო განხილვასაც არ ესწრებოდნენ.

 

კონსტიტუციის განხილვას ესწრებოდა დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები არ არის იდეალური, თუმცა ქვეყნის იმიჯისათვის აუცილებელია  ურთიერთშეთანხმების მიღწევა ამ საკითხში,რათა დროულად შეიქმნას ახალი სისტემა.

 

„ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც სრულად ამოქმედდება, როგორც კი შედგება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, როგორც კი შედგება პირველი შეკრება ამ სხდომათა დარბაზში, 2020 წლის ნოემბერში, მაშინვე ჩაირთვება სრულად ყველა საკვანძო რეგულაცია, რომელიც მოცემულია ქვეყნის ძირითად კანონში - დაწყებული პროპორციული საარჩევნო სისტემით, დამთავრებული პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით. ეს არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ძალიან დახვეწილი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ პარლამენტს, რომელიც უზრუნველყოფს ქმედით მთავრობას, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სასამართლოს და პარტიული კუთხით ნეიტრალურ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი სულისკვეთება და არსი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 2024 წელს  ახალი კონსტიტუციის საფუძველზე, "სამოქალაქო კოლეგია" აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.


ქუთაისის შემდეგ , კონსტიტუციის პროექტის განხილვა თბილისში, პარლამენტის შენობაში მოეწყობა, რომელსაც  აღმოსავლეთ საქართველოს  აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.


შეგახსენებთ,ახალი კონსტიტუციის ტექსტის შედგენა მოხდა ვენეციის კომისიის შენიშვნების საფუძველზე ,თუმცა უმჯობესი იქნებოდა, საქართველოს საზოგადოების პროგრესული ნაწილისთვის ქვეყნის უზენაესი  დოკუმენტის შესახებ აზრი მის დარედაქტირებამდე რომ  ეკითხათ.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1699
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია