დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში "სახალხო აფთიაქის" თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/11/16 23:18:15

 ფარმაცევტულმა კომპანია „სახალხო აფთიაქმა“ დასავლეთ საქართველოს ქსელის  ფარმაცევტებს და მენეჯერებს ქუთაისში ტრენინგი ჩაუტარა.


"სახალხო აფთიაქში" ფარმაცევტების უწყვეტი სწავლების და პროფესიული განვითარების პროგრამა მიმდინარეობს.  ამ  პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრები  დასავლეთის რეგიონის ფარმაცევტებისათვის ორ კვირაში ერთხელ,  ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტარდება. 

რა სიახლეებია ფარმაცევტულ  ბაზარზე? როგორ დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებელს ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევაში? როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება? - ამ კითხვებზე პასუხისათვის ფარმაცევტებთან მუშაობენ მოწვეული ტრენერები, თავადაც უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.... ყველა შეხვედრა ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და მნიშვნელოვანია.

დღევანდელი ტრენინგი, ფაქტობრივად, მთლიანად იყო ჩვენი ერთ-ერთი მომწოდებლის,  „ბერლინ-ჰემის“ პრეზენტაცია"  - განაცხადა ნუნუ ლომიძემ,"სახალხო აფთიაქის" კადრების მენეჯერმა.


ამ დროისთვის ქუთაისში სახალხო აფთიაქის 3 ფილიალი მდებარეობს. ნუნუ ლომიძის განცხადებით, "სახალხო აფთიაქის" მომხმარებლებს აქციის ფარგლებში ელოდებათ ინდივიდუალური  ფასდაკლებები და სიურპრიზები.

 

შეგახსენებთ, ფარმაცევტული კომპანიასახალხო აფთიაქი“  დაარსდა 2004 წელს. დღეისათვის „სახალხო აფთიაქს“ მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს ფილიალები. მათ შორის, 7 აფთიაქიძნელად მისადგომ ადგილებში:ცაგერი, დაბა სტეფანწიმინდა, წალკა, თეთრიწყარო, თიანეთი, ხარაგაული.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2478
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია