დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოსტზე განიხილება
2017/11/14 20:44:32

 

მოქმედი სახალხო დამცველის ვადის ამოწურვის თარიღის მოახლოებასთან ერთად, უკვე გავრცელდა ინფორმაციები შესაძლო კანდიდატურებზე. მათ შორისაა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, რომელმაც თავის ფეისბუქგვერდზე კვე დაადასტურა ეს ინფორმაცია. 

 ანა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება და აცხადებს, რომ ის მზად არის, გამოწვევა მიიღოს.

 
„ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთვის საპატივსაცემო არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მომიაზრა ამ პოზიციაზე. მზად ვარ, მივიღო ეს გამოწვევა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (პარლამენტს) თუ ფართო საზოგადოებას უფრო დეტალურად ვესაუბრო ჩემს ხედვებსა და მიზნებზე - შესაბამის ფორმატში“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.


გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციურმა ფრაქციებმა სახალხო დამცველობის კანდიდატი პარლამენტს არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე წარუდგინოს. არსებული ცნობით, განიხილება არასამთავრობო სექტორიდან რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის ანა ნაცვლიშვილის და ვახუშტი მენაბდის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1596
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია