საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს მეექვსე მოწვევის დეპუტატებს მანდატები გადაეცათ
2017/11/06 21:26:51

ქუთაისის საკრებულოს მეექვსე მოწვევის 25  დეპუტატს მანდატები 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაეცათ.

 

ახლადარჩეულ დეპუტატებს მანდატები  კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა გადასცა. მისივე თქმით, „წელს კარგი მაჩვენებელი გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ ხუთი ქალბატონია არჩეული, ასეთი რაოდენობა არასდროს ყოფილა. ოყო ერთი ან ორი ქალბატონი საკრებულოში, შესაბამისად გენდერული ბალანსისთვის ბრძოლა გრძელდება, არჩეული დეპუტატები განახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას იმ მოთხოვნების დაცვით, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. მათი უფლებამოსილება ოფიციალურად ცნობილი იქნება საკრებულოს პირველ სხდომაზე.

 

“რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს შორის გაიმართება, ავთანდილ ოსეფაიშვილი განმარტავს: „ მეორე ტური ჩატარდება 12 ნოემბერს, საარჩევნო ბიულეტენში იქნება ორი კანდიდატი - გიორგი ჭიღვარია და გრიგოლ ვაშაძე. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი არ მონაწილეობს ამ არჩევნებში, ეს არაფერს არ ცვლის, მეორე ტური ჩატარდება ორივე კანდიდატის მონაწილეობით, რადგან საარჩევნო პროცესი მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, ვისაც მეტი ხმა ექნება.“- განაცხადა ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ.

 

ახალი მოწვევის საკრებულოში ათივე მაჟორიტარი დეპუტატი "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. მმართველ პარტიას ასევე 9 პროპორციული სიით გაყვანილი დეპუტატი ყავს. 4 წევრით დაკომპლექტდა "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" 2 წევრით არის წარმოდგენილი. საკრებულო მუშაობას მერის არჩევის შემდეგ შეუდგება.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია