დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჩხერეში პაოლო იაშვილის 125 წლისთავი აღნიშნეს
2017/10/29 16:00:00

29ოქტომბერს, სახალხო დღესასწაული „საჩხერლობა’’ და პაოლო იაშვილის დაბადებიდან 125 წლისთავი აღინიშნა.



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სოფელ სხვიტორს ეწვია და აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზი გახსნა, რომლის მშენებლობა-რეაბილიტაციაც, სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.



აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე არსებული საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობა, ჯერ კიდევ კომუნისტური პარტიის მმართველობის დროს დაიწყო, თუმცა შენობის ნახევარი აუშენებელი დარჩა. საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიცირებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მოხდა შენობის შიდა და გარე ფასადის აღდგენა. საექსპოზიციო დარბაზში განთავსდა აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი, მათ შორის, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი ფოტო მასალა. ექსპოზიციის კონცეფცია, დიზაინი და ინსტალაცია, ასევე საინფორმაციო ტექსტები მომზადდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით; გამგეობის მიერ განხორციელდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობა.



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სახალხო დღესასწაულის „საჩხერლობა“ ფარგლებში დაგეგმილ არაერთ კულტურულ ღონისძიებას დაესწრო. მათ შორის, რამაზ ხვედელიძის პერსონალურ გამოფენას, ახალგაზრდა მხატვართა გამოფენას, პაოლო იაშვილის სახლ–მუზეუმზე მემორიალური დაფის გახსნას და ასევე, არგვეთი–შალაურის საავტომობილო გზის საზეიმოდ გახსნის ცერემონიას. მინისტრმა, იმერეთის გუბერნატორთან, გივი ჭიჭინაძესთან და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მალხაზ ბაზაძესთან ერთად, მუხრან მაჭავარიანის  ბიუსტი ყვავილებით შეამკო; დაესწრო ასევე, პერფომანსს სპექტაკლიდან ,,ფერადი ბუშტები“ (საჩხერის თეატრი ,,პაოლო“). მინისტრი დასათვალიერებლად მუნიციპალურ ეთნო კუთხეებსაც ეწვია.



სახალხო დღესასწაულის „საჩხერლობა“ ფარგლებში შედგა ასევე, დეკლამატორთა კონკურსის – ,,მაგიდა ჩემი პარნასი“ გამარჯვებულთა და საზეიმო კონცერტი.

 

ამ ლინკზე ნახეთ ფოტოგალერეა http://culture.gov.ge/About-Us/Gallery/sakhalkho-dgesascauli-sachkherloba.aspx


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1559
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია