საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება
2017/10/31 15:45:51

 

 აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ბიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო, მავნებლის გავრცელების კერებში ლოკალურ ღონისძიებებს ატარებს. 

 

სააგენტოს სპეციალური ტექნიკა მუშაობს  სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში იმ ლოკაციებზე, სადაც მავნებელი დიდი ოდენობით აღინიშნება.   ტემპერატურის მატებასთან და კლიმატური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად მავნებელი  საცხოვრებლებიდან კვლავ ნათესებსა და მასივებში ინაცვლებს, სადაც სააგენტოს მიერ იწამლება კონკრეტული ლოკაციები.

 

ამასთან ,  ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია  კომპლექსური ღონისძიებების გატარება,მოსახლეობის მიერ საკარმიდამო ტერიტორიების  და ეზოების  დამუშავება სპეციალისტების მიერ რეკომენდებული ქიმიური პრეპარატებით, საცხოვრებელ სახლებში კი მავნებელთან ბრძოლის  მექანიკური მეთოდების გამოყენება.  პარალელურად გრძელდება პრეპრატების დარიგების პროცესი, ერთ ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი , ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) და მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცემა.

 

პრეპრატების გადაცემა დაახლოებით 230 ოჯახისთვის არის დაგეგმილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  სამგერლოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მუნიციპალიტეტებს უკვე  გადასცა პრეპარატები ; სამეგრელოს რეგიონი 95 911 ; გურია-50 670; იმერეთი-38 838; აჭარა-13 000. პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ და მათი დარიგების პროცესი მიმდინარეობს. პრეპარატებთან ერთად მოსახლეობას ასევე ურიგდება საინფორმაციო მასალები და მათი გამოყენების ინსტრუქცია.


მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის  იმ მუნიციპალიტეტებში სადაც გავრცელებულია მავნებელი სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათასი ჰექატრამდე  ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთები და დიდი მასივები.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 819
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია