დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიტყვას ითხოვს მკითხველი
,,ბლოკირებული და მოპირდაპირედ მდგომი ორი რევოლვერის მაკეტი მშვიდობისათვის, რომის პაპმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერმაც მოიწონეს !“
2017/10/26 21:41:07

 

 სამშვიდობო თემატიკაზე ჩემი მუშაობის შესახებ, საქართველოში უკვე ბევრისთვის ცნობილია, რაც საქართველოს სხვადასხვა მედიასაშუალებით ხშირად გაშუქებულა, მათ შორის  - გაზეთ ,,პოსტსკრიპტუმში,, სათაურით: „უტიტულო მშვიდობის ელჩის ქართული სამშვიდობო გზავნილი აფხაზებსა და ოსებს,  პარიზის ,,მშვიდობის კედლიდან,,-  სადაც საუბარი გახლდათ აღნიშნულ მონუმენტზე, ჩემს მიერ სიტყვა მშვიდობის დაწერა ქართულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე, რაც სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, ჩვენი ქართული სამშვიდობო გზავნილი იყო აფხაზი და ოსი მეგობრების მიმართ და ნიშანი იმისა, რომ დროა, ერთმანეთის მიმართ მეგობრობის ხიდი გავდოთ! მოგახსენებთ, რომ 2004 წლის შემდეგ, ეიფელის წინ მდებარე ,,მშვიდობის კედელს,, 5-ჯერ ვესტუმრე, ბოლოს ფრანგები დამპირდნენ, რომ მისი რესტავრაციის შემდეგ, მონუმენტზე 49 ენის გვერდით მშვიდობას ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე დააწერენ (კავკასიური ენებიდან მხოლოდ სომხურად წერია).


ძალიან საინტერესოა, შვედი ავტორ კარლ ფედერიკ რეუტსვარდის ლულაგაკოჭილი რევოლვერი ,,არა ძალადობას,, რომლის მონუმენტი გაეროში (აშშ) დგას, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მომივიდა აზრად, რომ გამეკეთებია მაკეტი და ასეთი რევოლვერის წინ მოპირდაპირედ დამედგა ლულაზე ბოქლომდადებული რევოლვერი ,, არა ომს, არა კვლას,, რომელიც დიდ სახელმწიფოებთან შედარებით სუსტი და პატარა ქვეყნებისათვის, თუგინდ საქართველოს მაგალითზე აიხსნება შემდეგნაირად, რომ ჩვენ ქართველები თავს არავის ვესხმით, ხოლო სხვის მიერ თავდასხმის შემთხვევაში ,,ბოქლომის მოხსნაც ამას ნიშნავს,, მზად ვართ თავდაცვისათვის და ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი ტერიტორიის, ყოველი კვადრატული მეტრისათვის ! ორი რევოლვერის ასეთი კომპოზიცია, არქიტექტორების გიორგი კიკვაძესა და მალხაზ შალამბერიძეს დახმარებით რევოლვერები ჩამოვასხით და ავკრიბეთ მათ სახელოსნოში დაფებზე, რომლის გარშემო მშვიდობა მსოფლიოს მრავალ ენებზე წერია.

 

აღნიშნული კომპოზიცია მშვიდობისათვის საჩუქრად გადავეცით საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავჯდომარეს, ამერიკისა და იაპონიის საელჩოებს , გაეროს ოფიისს თბილისში, თბილისისა და ქუთაისის მერიებს, უცხოეთში გავუგზავნე რუსეთის პრეზიდენტს ბ-ნ ვლადიმერ პუტინს, ისრაელის პეზიდენტს შიმონ პერესის მშვიდობის მუზეუმისათვის, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და რომის პაპს, ჩემი კლუბის წევრმა მარიამ ადამიამ ნორვეგიის პრემიერს, რომ გადაეცეს ოსლოში ნობელის მშვიდობის მუზეუმს, რაც ფინანსურად საკმაოდ ძვირი დაჯდა განსაკუთრებით საფოსტო გზავნა, სამწუხაროდ დახმარება სახელმწიფოდან ვერ მივიღეთ, მხოლოდ ნაწილობრივ გურამ შვანგირაძემ, ჩვენმა მეგობარმა დაგვეხმარა. ვაპირებთ კიდევ გავაგზავნოთ იმ ქვეყნებში, სადაც მოხდა ტერორისტული აქტები, ინგლისში, ბელგიაში და სხვა ქვეყნებში, მშვიდობის მხარდაჭერის ნიშნად.


ყოველივე ამის შემდეგ, მოხდა გამოხმაურებები საინტერესო ადამიანებიდან, კერძოდ: მადლობის წერილი ჩამომივიდა საფრანგეთის პრეზიდენტისაგან, რომელსაც როგორც ახალ პრეზიდენტს საჩუქართან ერთად წერილში ვთხოვე, რომ პარიზის მშვიდობის კედელი უთუოდ უნდა გაიხსნას და მასზე მშვიდობა ქართულ ენაზეც დაეწეროს ! მადლობის წერილი ჩამომივიდა ასევე ვატიკანიდან, რომის პაპისაგან, რომელიც წერილში მადლობას მიხდის საჩუქარისათვის და აღნიშნავს, რომ უთუოდ ლოცვებში მომიხსენიებს მშვიდობისათვის ბრძოლაში ძლიერი შემართებისათვის ! ხოლო ჩემი კლუბის წევრს მარიამ ადამიას კი მადლობის წერილი ნორვეგიის პრემიერისაგან ჩამოუვიდა, რამაც ახალგაზრდა ქალბატონს დიდი მუხტი შესძინა, რომ გაამართლოს ჩვენი ,,მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბი ,,LLL,,-ის წევრობა და იბრძოლოს მშვიდობისათვის ! ჩვენი კლუბის წევრებისათვის საამყოა ჩემი ავტომობილი, რომელზეც მშვიდობა მსოფლიოს 22 ენაზე წერია, კლუბი ენთუზიაზმითა და გრანტების გარეშე ძლივს ვახერხებთ მშვიდობის პროპაგანდას, რაც საამაყოა !


წერილის დასასრულს, მე როგორც რიგითმა ქართველმა მინდა ჩვენი ორგანიზაციის სახელით მშვიდობა ვუსურვო საქართველოს, ქართველ, აფხაზ, ოს, სომეხ, აზერბაიჯანელ და მსოფლიოს მშვიდობის მოსურნე ხალხს, ხოლო გაზეთ ,,პოსტ სკრიპტუმის,, რედაქციას კი მადლობას ვუხდით, რომელიც უყოყმანოდ აშუქებს სამშვიდობო თემატიკებს !


იმედია ევროკავშირის წარმომადგენლობა დაინტერესდება ,,2 რევოლვერის სამშვიდობო კომპოზიციით,, და ასევე ჩვენს კლუბს გაუწევს ფინანსურ დაგვეხმარება, რომ სისრულეში მოვიყვანოთ პირველად მსოფლიოში მშვიდობა მრავალ ენებზე დაწერილი ,, მშვიდობის ბურთის,, მონუმენტის იდეა, რომელიც რეგისტრირებული მაქვს საქპატენტში და მის დადგმაზე ქუთაისის მერიის მიერ გაცემულია თანხმობა, რომ ჩემივე იდეით დაარსებულ ,,მშვიდობის მოედანზე,, ქუთაისში ტორპედოს სტადიონთან ,,მშვიდობის ბურთის,, მონუმენტი დაიდგას !


P.S. მადლობას ვუხდით მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს ბ-ნ ვაჯა ჯუღელსა და მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის დირექტორს ბ-ნ გიზო თავაძეს, რომელთა მხარდაჭერითა და ჩემი იდეით 21 სექტემბერს მსოფლიო მშვიდობის დღეს, აღნიშნულ პარკში ,,მშვიდობის ხეივანი,, გაიხსნა, სადაც ფინანსების არსბობის შემთხვევაში ,, 2 რევოლვერის სამშვიდობო კომპოზიციის,, მონუმენტს მშვიდობის მხარდასაჭერად დავდგამთ ! მშვიდობის პროპაგანდით, ვფიქრობ ქუთაისი მიიღებს ,,მშვიდობის ქალაქის,, სტატუსს !


ბესიკ  ადამია - მშვი­დო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის 

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კლუბ ,,LLL,,-ის პრეზიდენტი, პუბლიცისტი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2107
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია