საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შტეფან დიომპკე: „ბაგრატის ტაძარმა დაკარგა ავთენტურობა, რადგან მთავრობამ არ გაითვალისწინა იუნესკოს რეკომენდაციები"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/10/26 18:19:17

 

ქუთაისში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის თემაზე სემინარი ჩატარდა. სემინარი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია “World Heritage Watch”-ის მიერ იყო ორგანიებული და მისი მიზანია რეგიონულ დონეზე მსოფლიო კულტურული მემკივიდრეობის ღირებულებებზე ცნობიერების ამაღლება და ამ საქმეში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.



ღონისძიება განკუთვნილი იყო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საკითხებით დაინტერესებული აუდიტორიისთვის, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.


სემინარის მომხსენებლები იყვნენ  „World Heritage Watch”-ისა და საქართველოში მისი პარტნიორი ორგანიზაციის, “ლურჯი ფარის” საქართველოს ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელები, შტეფან დიომპკე და მანანა თევზაძე.


მოხსენებება ეხებოდა შემდეგ თემებს: „იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობიდაცვის სისტემა, სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო საზოგადოების როლი მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის საქმეში საქართველოში“.


შეხვედრაზე ინტერაქციული სესია დაეთმო გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის თემას.


შტეფან დიომპკე  ბაგრატის ტაძრის იუნესკოს სიიდან ამოღების ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ იუნესკოს რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, რამაც ძეგლის ავთენტურობის დაკარგა გამოიწვია.



"
სამწუხაროდ, იუნესკოს არ შეუძლია რომელიმე სახელმწიფოს დააძალოს გინდა თუ არა ასე გააკეთე. ის მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება, რომელსაც კონკრეტული ქვეყანა იზიარებს ან არ იზიარებს. რაც მიამატეს ბაგრატის ტაძარს, არ იყო ავთენტური და შესაბამისად, ტაძარმა დაკარგა ავთენტურობა, რადგან მთავრობამ არ გაითვალისწინა იუნესკოს რეკომენდაციები", - ამბობს შტეფან დიომპკე.



იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღებულია. მიმდინარე წლის 9 ივლისს, კომიტეტმა ბაგრატი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდანაც ამოიღო, რომელშიც ტაძარი მისი რეაბილიტაციის შემდეგ აღმოჩნდა. მისთვის კვლავ სტატუსის მინიჭება კი აღარ მოხდა.



გერმანელმა მომხსენებლმა, აგრეთვე იუნესკოს (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იუნესკო დატოვა, ბიუჯეტზე ეს ფაქტი 22 %-ით აისახა. იუნესკოში გაწევრიანებული ქვეყნები საწევრო გადასახადს იხდიან. ამერიკამ კი ეს ორგანიზაცია იუნესკოში პალესტინის გაწევრიანების მიზეზით დატოვა. პალესტინის იუნესკოში გაწევრიანებას ორგანიზაციის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.


შტეფან დიომპკე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" მშენებლობის თემასაც შეეხო და განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მოედნის ტერიტორია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში არ იყო, ის ქალაქის ისტორიული ნაწილია და ამიტომ რაიმე რეგულაციები უნდა ყოფილიყო.



 „გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაცია“World Heritage Watch- ერთად ვახორციელებთ საინფორმაციო კაპანიას “მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მნიშვნელობაზე“ და იმაზე, თუ რა როლი აქვს ამ საკითხში ადგილობრივ თემს. შეხვედრები ტარდება  საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სამივე ძეგლის სესახებ, ესენია: გელათის მონასტერი; ზემო სვანეთის ჩაჟაშის თემი   და მცხეთის მონასტერი. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში არსებული საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, რასაც ხელს შეუწყობს ჩვენი ორგანიზაცია.“- განაცხადა ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტის დირექტორმა მანანა თევზაძემ


 შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში სემინარები ჩატარდება ასევე მესტიასა და მცხეთაში.


 

პროექტის დონორია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1719
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია