საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ქალები საქართველოდან“ - ქუთაისში შრომითი მიგრანტების შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/10/24 22:03:45

 

ქუთაისის დემოკრატიის სკოლის ოფისში რეჟისორ ლევან კოღუაშვილის  ფილმის  „ქალები საქართველოდან" ჩვენება გაიმართა.

დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ქალების შესახებ, რომლებიც არალეგალურად მუშაობენ ამერიკაში და გამომუშავებულ ფულს ოჯახებს საქართველოში უგზავნიან.


ფილმი აღწერს ქართველი ქალების ცხოვრებას ნიუ იორკში და ნიუჯერსიში. ყოველ მათგანს აქვს განსხვავებული ისტორია და მოტივაცია.

ეს ქალები არიან დედები, ცოლები, დები, შვილები და ამასთანავე, ისინი არიან "ცივილიზებული მონები", რომლებიც გააზრებულად სწირავენ თავიანთ ცხოვრებას საკუთარ ოჯახებს.

 

ფილმის ჩვენება იმართება საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ტურის - ადამიანის უფლებების ფარგლებში, პროექტის მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველო.


„დღევანდელი ფილმი ეხებოდა შრომით მიგრანტებს, მათ ყოველდღიურ ყოფას და იმ პირობებს თუ პრობლემებს, რასთანაც  მათ უწევთ გამკლავება“- განაცხადა ანა ციმიტიამ ფესტივალის კოორდინატორმა.


„ თვითონ ემიგრაციის თემა არის ძალიან აქტიური,  ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ფილმი ქუთაისში გვეჩვენებინა.  რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს ამ  ფილმს, იქნება უკეთესი, რადგან ის რეალობა, რომელიც  ემიგრანტებს უცხო ქვეყანაში ხვდებათ, იქნება უფრო აღქმადი.“- გვითხრა მარიკა ვაჭარაძემ, ფესტივალის რეგიონალურმა კოორდინატორმა.


 

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის ფარგლებში ფილმების ჩვენება გაიმართაება რეგიონებში და მუნიციპალიტეტებშიც.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2101
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია