საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნიკოლოზ თოფურიძე: მიზნის მიღწევაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის (R)
2017/10/19 20:16:41

პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბესო ტალახაძე წიფის თემში, საარჩევნო კამპანიის დასასრულს, მაღალმთიან სოფელ გოლათუბნის მოსახლეობას შეხვდნენ.

მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში არსებულ შეღავათებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთის განვითარების ფონდიდან გოლათუბანში გზის ორკილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაფინანსდა.

პრობას გაძლევთ, სოფელი იქნება ძლიერი და ეს ძალიან მალე მოხდება, რადგან ჩვენი ხელისუფლება რეგიონის მოსახლეობაზე ზრუნავს. მიზნის მიღწევაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის“, - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.

გოლათუბნის მოსახლეობის ძირითადი პრობლემა ბუნებრივ რესურსებზე ხელმიუწვდომლობა და სოციალური დახმარების შეჩერებაა. მერობის კანდიდატის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2322
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია