დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გრიგოლ იოსელიანი: თვითმმართველობის საზრუნავი ტურიზმისა და ფერმერების ხელშეწყობა იქნება (R)
2017/10/18 19:43:28

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი სოფელ ყუმისთავის მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მთავარი კომპონენტი ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა. სოფელ ყუმისთავს ორივე მიმართულებით აქვს პოტენციალი - აქ არის ტურისტული ობიექტები, მეხილეობის, მევენახაობის, მეფუტკრეობის განვითარების რეალური პირობები. ჩვენი - თვითმმართველობის საზრუნავი სწორედ ტურიზმისა და ფერმერების ხელშეწყობა და მხარდაჭერა იქნება“, - გრიგოლ იოსელიანი.

ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და სოფელში განსახორციელებელი პროექტები საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ლატავრა ბენდელიანმა გააცნო.

შეხვედრას წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანიც ესწრებოდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3216
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია