დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკოლოზ თოფურიძე: ჩვენ გვაქვს მასშტაბური გეგმები და მათ განხორციელებაში ხელს ვერავინ შეგვიშლის (R)
2017/10/18 19:33:10

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე სოფელ ციცქიურის, ნადაბურისა და გოლისის ამომრჩეველს შეხვდა და მათ  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დოდო ხაჩიძე და ზურაბ ხაჩიძე წარუდგინა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ხალხი მმართველი გუნდის კანდიდატებზე. თქვენი გადაწყვეტილება, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება კეთილგონივრული, ამავდროულად, უნდა იყოს სასარგებლო სამშობლოსთვის, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავლისთვის“, - განაცხადა შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა.

ნიკოლოზ თოფურიძის თქმით, ციცქიურსა და ნადაბურში არაერთი პრობლემაა გადასაჭრელი, დაზიანებული და ამორტიზებულია ხიდები და ხიდბოგირები. აღინიშნა, რომ უკვე მომზადებულია პროექტები და ამ სოფლებში აღნიშნული პრობლემა აღარ იქნება.

„ჩვენ მოვიპოვეთ ხალხის ნდობა და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. ჩვენი სამომავლო პროგრამები და გეგმები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოფლების გაზიფიცირებაა. ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე, მომავალ წელს გაკეთდება სოფლის ცენტრალური გზა. ჩვენ გვაქვს მასშტაბური გეგმები და ხელს ვერავინ შეგვიშლის ამ გეგმების განხორციელებაში“, - მიმართა ამომრჩეველს ნიკოლოზ თოფურიძემ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2963
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია