დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩილ გოგსაძე: სოციალური განვითარების სფეროსა და გადასახადების შემცირების კუთხით, ცვლილებები იგეგმება (R)
2017/10/18 19:25:14

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

არჩილ გოგსაძე ამჯერად, სოფელ ნერგეეთის მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად, არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ჭოლოკავა წარუდგინა.

არჩილ გოგსაძემ ნერგეეთის მოსახლეობას სამომავლო გეგმებსა და იმ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება.

„სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ჯანდაცვის სისტემისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამების კუთხით. ცვლილებები ასევე, სოციალური განვითარების სფეროსა და გადასახადების შემცირების კუთხით იგეგმება. ჩვენს გუნდს აქვს იმის საშუალება, რომ ღირსეულად ვატაროთ ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მოსახლეობის წინაშე ვგრძნობთ და ამის გასაკეთებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3226
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია