დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლალი მოროშკინა ქუთაისში გასართობი ჰაბის დირექტორი იქნება
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/10/18 13:57:00

 

ქუთაისში , ე.წ. ლომებიანი სახლის შენობაში "Le garage group"-ის მიერ დასავლეთ საქართველოს გასართობი ჰაბი იხსნება, რომელიც 4 გასართობ სივრცეს აერთიანებს, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.

 

აღნიშნული შენობა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობიოს სიაშია შესული, ამიტომ ამ  შენობის გასართობ ჰაბად გადაკეთებამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში. 

არსებული გაუგებრობიოს ასახსნელად ჰაბის დირექტორმა ლალი მოროშკინამ ადგილობრივი მედიისთვის ბრიფინგი გამართა,სადაც მან  ჰაბის ფუნქციებზე დამისი  გახსნის იდეაზე ისაუბრა:


“ რადგან შენობა იუნესკოს ძეგლთა სიაშია, რადიკალურ ცვლილებებს მოვერიდეთ. ჰაბი 4 ძირითად სივრცეს მოიცავს. ეს იქნება გალერეა-რესტორანი,სადაც ყოველთვის გამოიფინება ქართველი მხატვრების ნამუშევრები.ამით წავახალისებთ ქარველ მხატვრებს და გემოვნებიან სეგმენტს შევქმნით,ამ რესტორანში იქნება ფრანგულ-ქართული სამზარეულო და საინტერესო გარემოს სევქმნით, როგორც ტურისტებსთვის ასევე ადგილობრივებისთის; მეორე სივრცეში იქნება ყინულის ბარი,სადაც იქნება სკანდინავიური ეფექტი, სტუმრებს შევთავაზებთ სერიოზულ მენიუს , ძღითადად ხორცეულს: მესამე სივრცე იქნება პრივატული საღამოებისთვის ,სადაც ოცდაათ კაცამდე დაეტევა,ძალიან დიდი ადგილი ეთმობა ღამის კლუბს,"Le garage“ -ს, რომელიც არის ამ შენობის ქვედა ნაწილი.“ რაც შეეხება კლასიკურ დარბზას ყოველ საღამოს იმღერებენ  ქართველი მომღერლები,(თემურ თათარაშვილი,მატილდა კატალია და სხვები).“


ლალი მოროშკინას თქმით,  ჰაბში  დასაქმებულია ორმოცდაათამდე ადგილობრივი ადამიანი ,რაც შეეხება ფასებს, როგორც დირექტორი  ამბობს იქნება რესტორნის ფასებზე დაბალი და ყველანაირ სეგმენსტისთვის ხელმისაწვდომი.


შეწგახსენბთ, გასართობი ჰაბი ოფიციალურად 21 ოქტომბერს საზეიმოდ გგაიხსნება, სადაც ქართველ ვარსკვლავებთან ერთად, დაუკრავს უკრაინელი მოდელი და დიჯეი YANA KENZIROVSKA, რომელიც სპეციალურად ამ საღამოსთვის მოიწვიეს.

 

 

ლიკა დევდარიანი 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია