დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით უთმელიძე გაზაფხულის და ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. (R)
2017/10/17 20:39:37

„ჩვენი გუნდის მიზანია ქალაქი მოვარგოთ თითოეული თბილისელის ინტერესს, თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში“, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას საბურთალოზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მისი თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში გზების, ესტაკადების, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობა იგეგმება.  

„უკვე დაგეგმილია ცინცაძის ქუჩაზე და გაგარინის მოედანზე ესტაკადების მშენებლობა, ასევე უნივერსიტეტის ქუჩაზე, ბიოლოგების კორპუსთან გადასასვლელი ხიდის გაკეთება ბაგების მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაადვილებს ამ მონაკვეთებზე გადაადგილებას. საბურთალოზე საგზაო ინფრასტუქტურის რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილი და შეთანხმებულია. ჩვენ ამას მალე განვახორციელებთ, მაგრამ ამისთვის გვჭირდება თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა, როგორც არჩევნების დღეს, ისე შემდგომ პერიოდში“ - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას დავით უთმელიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3317
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია