დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკოლოზ თოფურიძე: ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ვიზრუნოთ (R)
2017/10/17 20:17:42

პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე სოფელ კიცხისა და ხიდარის ამომრჩეველს შეხვდა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აკაკი ლურსმანაშვილი და ნონა ზურაბიანი წარუდგინა.

„არჩევნები ახლოვდება და ჩვენს გამარჯვებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნა, განსაკუთრებული განცდაა. არაერთი პრობლემის მიუხედავად, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, თითოეული თქვენგანის გვერდით ვიდგეთ და თქვენი კეთილდღეობისთვის ვიზრუნოთ“, - აღნიშნა შეხვედრებზე მერობის კანდიდატმა.

ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, პირველ რიგში, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სოფლებში ახალგაზრდებისთვის ბიზნესის კეთება ხელმისაწვდომი იყოს.

„გასული ოთხი წლის განმავლობაში, კიცხსა და ხიდარში საბავშვო ბაღები აშენდა. აღნიშნულ სოფლებში მოწესრიგებულია ცენტრალური გზები. ეტაპობრივად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. უთქვენოდ ვერაფერს გავაკეთებთ“, - მიმართა ნიკოლოზ თოფურიძემ ამომრჩეველს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3345
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია