საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
“ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, 2018 წლიდან დაიწყება კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი”-ირაკლი შენგელია [R]
2017/10/16 21:53:08
“დღეს სტიქიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენს ქალაქში კარგი, ერთგული და ერთმანეთის ხელშემწყობი მოქალაქეები ცხოვრობენ. მე გამარჯვების მუნიციპალიტეტში ვხედავდი, ერთმანეთს როგორ ეხმარებოდნენ ადამიანები. 
"ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, 2018 წლიდან დაიწყება კანალიზაციის (წყალანირების) სისტემის რეაბილიტაციის პროექტი და ქუთაისში საბოლოოდ მოიხსნება შესაბამისი პრობლემა. ქალაქი მიიღებს გამართულ სანიაღვრე სისტემას. წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოხდება ქალაქის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია კაპიტალურად, რაზედაც დაიხარჯება 40 მლნ. ლარზე მეტი. წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების რეაბილიტაციის პარალელურად ყოვეწლიურად განხორციელდება 2 მლნ.ლარის მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები გზების დაზიანებული საფარის აღსადგენად” განაცხადა შენგელიამ.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1920
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია