საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ფეისბუქ-პოსტი
ლიკა ქავჟარაძის უკანასკნელი დღე
2017/10/16 00:16:42


ლეგენდად ქცეულ ულამაზეს ლიკა ქავჟარაძეს და მის "მარიტას" დღეს საბოლოოდ გამოეთხოვა ქართველი ხალხი.

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მოგონებებმა თუ სევდიანმა ამბებმა ლიკა ქავჟარაძის შესახებ, ფაქტობრივად, ყველა ამბავი გადაფარა.

 

თამაზ ჭეიშვილის ეს ფეისბუქპოსტიც ერთერთი იმათგანია...

 

"რას იფიქრებდა იმ დროს,ზაზა კოლელიშვილი,როცა ,,მარიტას,, ქმრის როლს ასრულებდა, გაირბენდა დრო,წუთებივით ჩაიქროლებდნენ წლები და ბედი სწორედ მას არგუნებდა ,,მარიტას,, კუბოს აწევას!ნუთუ,ამას იმსახურებდა,,გედია,,(მსახიობი,სოსო ჯაჭვლიანი), სუფთა და თავანკარა წყაროსავით წკრიალა სიყვარულის სანაცვლოდ,მარიტას,, ცხედრის გამოსვენება მოუწევდა,მისი ,,საძულველი მეტოქის,, მხარ და მხარ!მისტიკაა,მაშ რა არის?


ვერაგია წუთის სოფელი... ვერაგი...


გენიოსები იყვნენ ბუმბერაზი ლათინები,ორ სიტყვაში ჩააქსოვეს ცხოვრების მთელი ფილოსოფია და ანდერძივით დაუტოვეს კაცობრიობას: MEMENTO MORI!,,გახსოვდეს სიკვდილი,,!
აი ეს დევს ზუსტად,ქრისტიანული მართლმადიდებლობის წიაღში ,,გიყვარდეს მოყვასი შენი,, რამეთუ,,წამია,წუთის სოფელი,,..."


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3328
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია