დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახაბერ მახათაძე: სოფლის მეურნეობის განვითარება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია (R)
2017/10/12 18:11:26

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე, დაბა შორაპნის ამომრჩეველს  შეხვდა და ის პრობლემები განიხილა, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.

„ყურადღება დაეთმობა  დაბაში ტურიზმის განვითარებას. სამომავლოდ, ისტორიულ ციხე-სიმაგრესთან მუზეუმის აშენება იგეგმება, სადაც ტურისტები ყვირილისა და ძირულის შესართავში არსებული, ანტიკური/შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მიღებას შეძლებენ“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობის მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურული საკითხებია. ადგილობრივების თქმით, ფარნავაზის, ვაჩნაძისა და ჭიათურის ქუჩები რეაბილიტაციას საჭიროებს.

„მომდევნო წლებში, შორაპანში დაგეგმილია ან უკვე განხორციელების ფაზაშია მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორის, შიდა საუბნო გზების, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია, საბავშვო სკვერებისა და სპორტული მოედნების აშენება“, - აღნიშნა ზესტაფონის მერობის კანდიდატმა.

კახაბერ მახათაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ასევე სოფელ დილიკაურის ამომრჩეველს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ზესტაფონში სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამები გაგრძელდება. სოფლის მეურნეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაზრდა და სოფლად ადამიანების დასაქმება, ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, -განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3594
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია