საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გრიგოლ იოსელიანი: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იდეა წყალტუბოსთვის მწვანე ქალაქის სტატუსის მინიჭებაა (R)
2017/10/12 18:07:02

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი კომუნალური მომსახურების სფეროსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა.

წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმა და წყალტუბოს, როგორც მწვანე ქალაქის კონცეფცია ის საკითხებია, რომლებზეც მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა.

„წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმა არის დოკუმენტი, რომლის გარეშეც პროგრესზე, წინსვლაზე საუბარი შეუძლებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იდეა წყალტუბოსთვის მწვანე ქალაქის სტატუსის მინიჭებაა, რაც ნიშნავს ცენტრალური პარკის ფუნქციურ დატვირთვას, სპორტული ცხოვრების განვითარებას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ხელშეწყობას, ტურიზმის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგებას“, - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, წყალტუბოს განვითარების საქმეში თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა.

„თქვენი ჩართულობით, ადგილობრივი თვითმმართველობის გაზრდილი უფლებამოსილებითა და მართვის დემოკრატიული პრინციპებით, შევძლებთ, რეგიონში ყველაზე ძლიერი მუნიციპალიტეტი შევქმნათ და კურორტ წყალტუბოს საერთაშორისო ასპარეზზე კუთვნილი ადგილი დავუბრუნოთ“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

შეხვედრას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2211
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია