საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნიკოლოზ თოფურიძე: მჯერა, სწორ არჩევანს გააკეთებთ, რაც ხარაგაულს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს (R)
2017/10/12 17:56:12

პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ ტალახაძე სოფელ ზვარეს და ჩრდილის მოსახლეობას შეხვდნენ.

მმართველი გუნდის კანდიდატები ამომრჩეველსქართული ოცნებისხელისუფლების პირობებში განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ესაუბრნენ.

თუ დღეს, ხარაგაულის 26 სოფელში 50-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და 45 კილომეტრ გზას კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება, ეს მთავრობის მხარდაჭერით, თქვენი და ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. გზის რეაბილიტაცია ორ-სამ წელიწადში ყველა სოფელში მოხდება“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, სახელმწიფომ იცის, თუ რაჭირდება ხალხს.

დარწმუნებული ვარ, ყველა ხედავთ, რაც ხდება ქვეყანაში. მალე დაიწყება ძირულა-ჩუმათელეთის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, აქ დასაქმდებიან ადგილობრივები და მეტი შემოსავალი გაუჩნდება ხალხს“, - განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.

ზვარელები სოფელში არსებული მინერალური წყლის რეალიზაციის აღდგენას ითხოვენ. მერობის კანდიდატის განმარტებით კი, სახელმწიფო მუშაობს იმაზე, რომ გასხვისებული ლიცენზია დაიბრუნოს და ზვარეში დაპატენტებული ბუნებრივი მინერალური წყლის რეალიზაცია აღდგეს.

მჯერა, სწორ არჩევანს გააკეთებთ და ეს ერთადერთი არჩევანი იქნება, რომელიც ხარაგაულს ახალ შესაძლებლობებს, ახალ პერსპექტივებს გაუჩენს და ახალ სიცოცხლეს შესძენს მას“, - მიმართა ამომრჩეველს ნიკოლოზ თოფურიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2045
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია