საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნიკოლოზ თოფურიძე: ხელისუფლება ხალხისთვის სარგებელს მუდმივად ეძებს (R)
2017/10/10 21:34:09

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა კანდიდატმა ვარძიის ამომრჩეველთან გამართა.

ნიკოლოზ თოფურიძემ და ბაღდათი-ხარაგალის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა ვარძიის თემიდან მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ხიჯიკაძე წარუდგინეს.

„ჩვენ შემუშავებული გვაქვს ოთხწლიანი გეგმა. პირველ რიგში, ვიცით, რას აპირებს სახელმწიფო რეგიონებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის. გზების მშენებლობა დაწყებულია და გაგრძელდება. აქტიურად ვმუშაობთ სასმელი წყლის პრობლემის მოწესრიგებაზე, როგორც დაბაში, ასევე სოფლებში. მიმდინარეობს გაზიფიცირების პროექტი და გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა. სახელმწიფოს მიერ შემუშავდება არაერთი პროგრამა მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით“, - აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ თოფურიძემ.

მერობის კანდიდატის თქმით, „ქართული ოცნების“ სახით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც რეგიონებზე ზრუნავს ხალხისთვის სარგებელს მუდმივად ეძებს.

„ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, როგორ ვიგრძნოთ უმოკლეს დროში ის სიკეთეეები, რაც მმართველი გუნდის პრიორიტეტია. ჩვენი თხოვნაა, მხარი დაუჭიროთ გუნდს, რომელიც დღეს, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში უალტერნატივოა“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1496
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია