დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩილ გოგსაძე: მინდა, რომ ახალგაზრდებისთვის ბაღდათში ყოფნა საინტერესო და მიმზიდველი იყოს (R)
2017/10/10 21:27:55

პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე ბაღდათის  მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

არჩილ გოგსაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ახალგაზრდების დასაქმების საკითხს მიაქცევს, რათა ქალაქში დარჩენა მათთვის მიმზიდველი და პერსპექტიული გახდეს.

განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ ახალგაზრდებს. ხელს შევუწყობ, რომ ადგილზე დარჩნენ და საქმიანობა ბაღდათში გააგრძელონ. მინდა, რომ მათთვის აქ ყოფნა საინტერესო და მიმზიდველი იყოს. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ მიმართულებით მუშაობა და სხვადასხვა გეგმები გვაქვს განსახორციელებელი, - განაცხადა შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა.

არჩილ გოგსაძემ გამარჯვების შემთხვევაში, ბაღდათის მოსახლეობას არსებული პრობლემების გადასაჭრელად ერთობრივი მუშაობა შესთავაზა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3669
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია