დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პაატა ნადირაძე ჭიათურელ ა ამომრჩეველს - "ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია გავეცნო თქვენს პრობლემებს" (R)
2017/10/10 16:54:32

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,ლეჟუბნის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.


"ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია გავეცნო თქვენს პრობლემებს და , თქვენი თანადგომით, ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ და გადავჭრათ ყველა აქტუალური საკითხი. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში ,მე ვიქნები ხელმძღვანელი , რომელიც ყველა თქვენგანთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. სიტყვას გაძლევთ,კომუნიკაციის პრობლემა არ იქნება მოსახლეობასა და ქალაქის მერს შორის.მოქალაქეებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ პატა ნადირაძის ნახვა. მე მხოლოდ 21 ოქტომბერს გამარჯვებისთვის არ მოვდივარ. 4 წლის შემდეგ, მერობის ვადა რომ გამივა ,თქვენ რას იტყვით ჩემზე, ესაა მნიშვნელოვანი."-განაცხადა პაატა ნადირაძემ.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი მასშტაბური პროექტები გააცნო.

შეხვედრის ბოლოს კი, ამომრჩეველს "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი , მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი წარუდგინა და მოუწოდა მხარი დაუჭირონ პარტია "ქართულ ოცნებას" და მის კანდიდატებს.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3718
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია