დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახაბერ მახათაძე: ზესტაფონში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება (R)
2017/10/08 13:21:32

პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე სოფელ კლდეეთის, ტაბაკინისა და ალავერდის ამომრჩეველს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

მომდევნო წლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესება-განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება. იგეგმება შიდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გაფართოვდება წყალმომარაგების ქსელი და საკანალიზაციო სისტემა. გაგძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

მერობის კანდიდატმა სოფელ ტაბაკინში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა.

ტაბაკინში ისტორიული ძეგლის პოპულარიზაციის მიზნით, საინფორმაციო ბანერები დამზადდა. დაიგო VII-VIII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა. ასევე, მოეწყო საფეხმავლო მარშუტი კასხიდი-საკრაულა-ტაბაკინი“, - აღნიშნა ზესტაფონის მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლებში ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3818
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია