დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახა კალაძე: სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაგრძელდება და მეტად განვითარდება (R)
2017/10/08 12:54:18

„ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. ჯერ კიდევ რჩება ბევრი ოჯახი, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება, ამიტომ სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები აუცილებლად გაგრძელდება და მეტად განვითარდება“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავჭალაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად იმუშავებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით, რათა შემცირდეს სიღარიბის დონე და თბილისში მცხოვრები მეტი მოქალაქე დასაქმდეს.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი  ამომრჩეველს  ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის კომპლექსურ ღონისძიებებს სთავაზობსსპეციალისტების მიერ შემუშავებულ 7 პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ურბანულ  განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, კახა კალაძემ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებზე  ხაზი გაუსვა იმ ფართების დაკანონების საკითხს, რომლებშიც ოჯახები ათეულობით წელია ცხოვრობენ.

„ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, თუმცა მე მჯერა ეს საცხოვრებელი დროებითია და ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

შეხვედრებს ესწრებოდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარიც, რომლის განცხადებით, წლების განმავლობაში საცხოვრებლით 35 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი არის დაკმაყოფილებული, მათმა ნახევარმა კი ბინები სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიიღო.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. კახა კალაძე სხვადასხვა უბნებისა და რაიონების მცხოვრებებს თბილისის განვითარების საარჩევნო ხედვას მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად აცნობს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3798
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია