დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკოლოზ თოფურიძე ვახანის ამომრჩეველს შეხვდა (R)
2017/10/08 12:50:00

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა პარლამენტში, კობა ლურსმანაშვილმა, ვახანის თემის მოსახლეობასქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხარაგაულის მერობის კანდიდატი, ნიკოლოზ თოფურიძე და მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ფერაძე წარუდგინა.

ღიად ვუცხადებ მხარდაჭერას მმართველი გუნდის კანდიდატებს და მჯერა, რომ ადგილობრიივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ გვეყოლება ძლიერი მერი და ძლიერი საკრებულო, ვიმუშავებთ გუნდურად და ხარაგაულელების საკეთილდღეოდ გადაწყდება არაერთი პრობლემა“ - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა შეხვედრაზე.

ამომრჩეველს მიმართა ხარაგაულის მერობის კანდიდატმა. ნიკოლოზ თოფურიძის თქმით, სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი სოფლის გაძლიერებაა. „არაერთი აგრო პროექტი დააფინანსა ხელისუფლებამ, მნიშვნელოვანი პროგრამების ხელშეწყობა მოხდა სოფლის მეურნეობის კუთხით. ჩვენ 26 სოფელში გავაკეთეთ მთავარი გზები და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ვახანში მოეწყო სპორტული დარბაზი და საჭიდაო არენა. ეს ყველფერი ახალგაზრდებზეა მორგებული და ჩვენ ვზრუნავთ, რომ მათ აღარ დატოვონ სოფელი. ახალგაზრდებისთვის კიდევ ბევრი რამ გაკეთდება, - განაცხადა თოფურიძემ.

ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ძირითადი გამოწვევა სოციალური დახმარების შეჩერება, ბუნებრივ რესურსებზე ხელმიუწვდომლობა და ავარიული სახლებია. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ის თითქმის ყველა სოფელში აწყდება ავარიული სახლების პრობლემას და მისი გამარჯვების შემთხვევაში ამ პრობლემის გადასაჭრელად მეტი დატვირთვით იმუშავებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3790
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია