დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხვალინდელი თბილისი უფრო მოწესრიგებული და კომფორტული იყოს (R)
2017/10/08 12:41:52

„თვითკმაყოფილები არ ვართ და გვესმის, რომ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ  4 წლის განმავლობაში ყველაფერს მოვაგვარებთ, რადგან ისინი 20-25 წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემებია. რითაც შეგვეძლო, დავამახინჯეთ ჩვენი დედაქალაქი. თუ დღეს და ხვალ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნება ქალაქის წინსვლა და განვითარება. ჩვენი შვილებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხვალინდელი თბილისი  უფრო მოწესრიგებული და კომფორტული იყოს“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ნუცუბიძისა მიკრორაიონებისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრებისას გააკეთა.

კახა კალაძე ამომრჩეველს  ქალაქის პრობლემების მოგვარების რეალურ გზას სთავაზობს -  სპეციალისტების მიერ შემუშავებულ 7 პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ურბანულ  განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

„ამ ყველაფრის შედეგიანობისთვის კი გვაქვს მეშვიდე - მართვის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღებაში მეტ ოპერატიულობას, ბიუროკრატიის შემცირებას და მოქალაქეების ჩართულობის გაზრდას“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

შეხვედრებს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ხუციშვილი და კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3766
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია