საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ალექსანდრე გოგორიშვილი გაღმა ვანისა და ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა (R)
2017/10/08 11:56:14

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატი ამჯერად, გაღმა ვანისა და ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

„2018 წელს, როცა არქეოლოგიური მუზეუმი გაიხსნება, მიმდებარე ტერიტორიაზე ისეთი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რომ ეს ადგილი ტურისტული ცენტრი გახდება. ასევე, მომავალი წლიდან მცირე საოჯახო სასტუმროების მოწყობისთვის გრანტების გაცემა დაიწყება“, - განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

მერობის კანდიდატმა საკანალიზაციო სისტემის პროექტზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებაც მომავალი წლიდან დაიწყება და ქალაქის ტერიტორიას მთლიანად მოიცავს.

ალექსანდრე გოგორიშვილმა ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატი ბიჭიკო პაიკიძე წარუდგინა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3341
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია