დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკოლოზ თოფურიძე უბისის ამომრჩეველს შეხვდა (R)
2017/09/30 16:52:00

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხარაგაულის მერობის კანდიდატი სოფელ უბისის ამომრჩეველს შეხვდა. ნიკოლოზ თოფურიძე ადგილობრივებს იმ მნიშვნელოვან პროექტზე ესაუბრა, რაც ხელისუფლებამ უბისის ეკლესიის მიმდებარედ გაკეთა.

კანდიდატის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, უბისაში 2 მილიონიანი პროექტი განახორციელა, რის შედეგადაც ნაწილობრივი რეკონსტრუქცია-რესტავრაცია ჩაუტარდა XII საუკუნის ტაძარს, მოასფალტდა კეთილომოეწყო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, ტურისტებისთვის აშენდა საინფორმაციო ცენტრი და მოეწყო გარე განათების ქსელი.

ჩვენი ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციას. უბისა ხარაგაულელებისთვის ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია და ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ამით, - აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ თოფურიძემ.

მისივე თქმით, უბისის მოსახლეობის ძირითადი გამოწვევები დასაქმება და სოციალური დახმარება, ასევე, გზებზე მიმდინარე მშენებლობების დროს უსაფრთხოების დაცვა და ეკოლოგიური საფრთხეების მინიმუმადე დაყვანაა.

როგორც თოფურიძემ აღნიშნა, მისი გამარჯვების შემთხვევაში, უბისის მოსახლეობის მოთხოვნა - ძინძიბოურის უბნისთვის გზის რებილიტაცია, აუცილებლად განხორციელდება.

უბისის ამომრჩევლებთან შეხვედრას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტში კობა ლურსმანაშვილი და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ესწრებოდნენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3273
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია