დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკო თოფურიძე ღორეშის ამომრჩეველს შეხვდა (R)
2017/09/30 16:42:00

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა პარლმენტში, კობა ლურსმანაშვილმა, ღორეშის ამომრჩეველს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხარაგაულის მერობის კანდიდატი, ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იულონ კოპაძე წარუდგინა.

ნიკო თოფურიძემ შეძლო და მისი გამგებლობის პერიოდში თავი დაამახსოვრა ყველა ხარაგაულელს, როგორც გამოცდილმა, გაწონასწორებულმა და საქმეზე ორიენტირებულმა მენეჯერმა. ღორეშლები კარგად იცნობთ იულონ კოპაძესაც, რომელიც დარწმუნებული ვარ გაიმარჯვებს. თქვენ ჩვენზე უკეთ იცით, რა შეუძლია ამ კაცს სოფლისთვის. მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთქართული ოცნებისკანდიდატებს“- მიმართა ამომრჩეველს კობა ლურსმანაშვილმა.

ნიკო თოფურისძემ ამომრჩეველს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მისი თქმით, ამ სოფელში ბევრი ახალგაზრდაა, მათი მხრიდან მოდის ინიციაატივა გაკეთდეს ძიუდოს დარბაზი, რისთვისაც ღორეშაში არის რეაბილიტირებული, კეთილმოწყობილი შენობა, რომელიც სპორტული აქტივობებით დაიტვირთება.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და დიდ ყურადღებას მივაქცევთ ახალგაზრდებს. გლეხი სოფელს, მიწას არ უნდა მოშორდეს. წლების წინ დაიწყო სახელმწიფომ ზრუნვა სოფლის განვითარებაზე და არაერთი პროექტი და პროგრამა განახორციელა სოფლის ეურნეობის განვთარების ხელშეწყოის მიზნით, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3334
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია