საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
არჩილ თალაკვაძე: „ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ ვალდებულება და განვახორციელოთ მნიშვნელოვანი რეფორმები სახელმწიფო მმართველობის ღიაობის თვალსაზრისით“ (R)
2017/09/28 16:11:12

საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობას“ სთხოვა  შეხვედრა, თბილისში განსახორციელებელი აქტივობების განხილვის მიზნით - ამის შესახებ ინფორმაციას კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე სოციალური ქსელით ავრცელებს.

კახა კალაძე ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) მხარს უჭერდა მაშინაც, როცა მინისტრი იყო და მხარს უჭერს ახლაც, როგორც მერობის ყველაზე რეალური კანდიდატი. ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ ვალდებულება და მომავალშიც განვახორციელოთ მნიშვნელოვანი რეფორმები, სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობის და ღიაობის, საჯარო კონტროლისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად. კახი კალაძის გამარჯვების შემდეგ ქალაქ თბილისის მერიაში ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა გაგრძელდება. ჩვენ უკვე ვთხოვეთ OGP-ში საქართველოს დელეგაციას შეხვედრა თბილისის მომავალი აქტივობების განხილვის მიზნით. - წერს თალაკვაძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდისა და პრემიერ-მინისტრის ძალისხმევით, საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მიმართულებით ხელშესახები წარმატება აქვს, როგორც მისი განხორციელების, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით.

სწორედ ამიტომ, 19 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72- სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან ემანულ მაკრონისგან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოიბარა - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2651
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია