დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გრიგოლ იოსელიანი: დარწმუნებული ვარ, რომ მალე ნამოხვანში ევროპული დონის დასახლებას ვიხილავთ (R)
2017/09/28 15:32:36

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ (გია) იოსელიანი სოფელ ნამოხვანის, ოფურჩხეთის, ჯიმასტაროს, გუმათისა და ჟონეთის მოსახლეობას შეხვდა.

გრიგოლ იოსელიანმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.  

მერობის კანდიდატთან ერთად, შეხვედრებზე, თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა ასევე, წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა ახალაძემ.

„ჩვენს მუნიციპალიტეტს მდინარე რიონის სახით, უდიდესი ბუნებრივი რესურსი აქვს. ნამახვან ჰესის მშენებლობა მომავლის პროექტია, რომელიც 2018 წლიდან დაიწყება. კაშხლების მშენებლობის დასრულების შემდეგ, 443 მეგავატი სიმძლავრის ჰესი დამატებითი მოცულობის ენერგიას წარმოქმნის, რომელიც საქართველოს ენერგომომარაგებას სრულად მოხმარდება, რაც ქვეყნის  ენერგოდამოუკიდებლობაში უდიდეს წვლილს შეიტანს“, - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურა განვითარდება, ადგილობრივები დასაქმდებიან და დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ.

„დარწმუნებული ვარ, რომ მალე აქ ევროპული დონის სასოფლო დასახლებას ვიხილავთ“, - განაცხადა წყალტუბოს მერობის კანდიდატმა სოფელ ნამოხვანში გამართულ შეხვედრაზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია