დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბენიამენ ფალავანდიშვილი შშმ პირთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა (R)
2017/09/28 13:34:20

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩხერის მერობის კანდიდატმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

მერობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებისგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

საუბარი ასევე, შეეხო გაერო- შშმ პირთა კონვენციის ადგილობრივ დონეზე შესრულებას, შშმ პირთა საკითხებზე მუნიციპალური პოლიტიკის ფორმირებას და განხორციელების საკითხებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჩხერეში შშმ პირთა ინტეგრაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია