საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გრიგოლ იოსელიანმა ტაბიძისა და გამსახურდიას ქუჩების ამომრჩეველს წყალტუბოს განვითარების გეგმა გააცნო (R)
2017/09/28 13:17:58

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატმა გრიგოლ იოსელიანმა ტაბიძისა და გამსახურდიას ქუჩების ამომრჩეველს წყალტუბოს განვითარების გეგმა გააცნო.

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, გუნდთან ერთად, ახალი ინიციატივებით გამოვა.

ქალაქში ამხანაგობების თანადაფინანსების პროცენტი მოსახლეობის მხრიდან 20%-დან 15%-მდე  შემცირდება, რათა მოსახლეობისთვი საჭირო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. მუნიციპალიტეტში ამჟამად არსებულ სოციალურ პროგრამებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის, გაზის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის თანადაფინანსებით გადახდა დაემატება“, - განაცხადა გია იოსელიანმა.

წყალტუბოს მერობის კანდიდატი გამსახურიდას ქუჩის მცხოვრებელებს წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა წარუდგინა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2213
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია