საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
ქუთაისში გიორგი ჭიღვარიასა და ირაკლი შენგელიას მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა
2017/09/20 08:40:00

 

 ქუთაისში "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატის გიორგი ჭიღვარიასა და გამარჯვების ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი შენგელიას მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა.


გახსნის ცერემონიალზე ახალგაზრდებს გიორგი ჭიღვარიამ და ირაკლი შენგელიამ სიტყვით მიმართეს.


"ჩემი მერობის განმავლობაში მივაღწევთ იმას, რომ ქუთაისი ახალგაზრდებისთვის იქნება უფრო მიმზიდველი და საინტერესო. ნებისიმიერ ახალგაზრდას შეუძლია შემოგვიერთდეს, მოვიდეს მხარდამჭერთა კლუბში. ჩვენ გვჭირდება მეტი ჩართულობა, აქტიურობა და ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ქუთაისის მომავალზე. ქუთაისი არის მომავლის ქალაქი და თითოეული ჩვენგანის ჩართულობა მის განვითარებაში არის გადამწყვეტი, - განაცხადა გიორგი ჭიღვარია.


მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი შენგელიას თქმით, მხარდამჭერთა კლუბი იქნება ადგილი, სადაც გამარჯვების ოლქის მცხოვრებლებს შეეძლებათ დააფიქსირონ იდეები ინფრასტრუქტურული პროექტებთან დაკავშირებით.


"მხარდამჭერთა კლუბი გამარჯვების ოლქის მცხოვრებლებს სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებს. კლუბში განსაკუთრებით ველოდები ყველა იმ ახალგაზრდას, რომელსაც გამარჯვების ოლქის განვითარებასთან დაკავშირებით გააჩნია იდეა, ხედვა და მოსაზრება. ამ სივრცეში აღვწერთ ყველა იმ ინფრასტრუქტურულ საპროექტო იდეას, რომელიც გამარჯვების ოლქს განვითარების შესაძლებლობას მისცემს", - თქვა ირაკლი შენგელიამ.


გიორგი ჭიღვარიასა და ირაკლი შენგელიას მხარდამჭერთა კლუბის მისამართია ჟიულ შარტავას I შესახვევი N15.


მერობის კანდიდატისა და მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდამჭერთა კლუბები უახლოეს დღეებში ქუთაისის სხვა უბნებშიც გაიხსნება.

 

 R

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია