დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ - ნატო ქათამაძე
2017/09/21 17:57:30

 

ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემ ბრიფინგი გამართა. მან მედიისა და არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკრებულოში გაწული საქმიანობა შეაჯამა,ასევე თავის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა.


ქათამაძის განცხადებით, მან მერიაში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა,რადგან ერთნაირად კრიტიკული იყო ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ,რაც აქამდე არავის გაუკეთებია.


ქათამაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა  გაიხსენა, რომელიც  მის საკრებულოს საქმიანობას უკავშირდება. მაგალითად - უსახლკაროებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის ინიციატივა; მდინარე ოღასკურას პროექტის შემუშავებაში შეტანილი წვლილი; ბუხაიძეზე მაღალსართულიანი კორპუისის მშენებლობის შეჩერება; ფლამინგოს დემონტაჟის გაპროტესტება; ჯავახიშვილზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის შეჩერება; რამდენიმი შეჭივრებული ადამიანისთვის და ოჯახისთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების გაწევა და ასე შემდეგ.


„საკრებულოში მოღვაწეობის პერიოდში არცერთი თეთრი ხელფასი არ ამიღია,არ მქონია სამუშაო ტექნიკა -პრინტერი და კომპიუტერი“-განაცაახადა ნატო ქათამაძემ


ბრიფინგის მეორე ნაწილ ნატო ქათამაძემ თავის პოლიტიკურ გეგმებზე საუბარს დაუთმო:

„14 წელია პოლიტიკაში ვარ, ამ ხნის განმავლობაში 8-ჯერ ჩატარდა არჩევნები. ყველა მათგანში აქტიურად ვიყავი ჩართული.  13 წელი ვიყავი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი. ამ ეტაპზე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი.


 

მე ამ არჩევნებზე მონაწილეობას არ მივიღებ,თუმცა ვრჩები აქტიურ პოლიტიკაში. წელს გარედან დავაკვირდები პოლიტიკურ პროცესებს და გავაკეთებ ობიექტურ შეფასებებს. მას შემდეგ ,რაც საკრებულოში ჩემი მანდატი ამოიწურება, მე კვლავ შეგხვდებით და გაგაცნობთ ჩემს სამომავლო ამბიციურ პოლიტიკურ გეგმებს“-განაცხადა ნატო ქათამაძემ.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია