დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამბროლაურის მერობის კანდიდატი სოფლებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობას გეგმავს (R)
2017/09/21 11:49:04

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზვიად (დავით) მხეიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატი სოფელ სადმელის, ღვიარას, ძირაგეულისა და ბოსტანას მცხოვრებლებს შეხვდა და მათ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე, მოსახლეობისგან იმ პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში ყველაზე აქტუალურია.

მოსახლეობამ მერობის კანდიდატს სოფელში მისასვლელი გზების, სასმელი წყლის, გარე განათების, სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება სთხოვა.

„ჩემი არჩევის შემთხვევაში, საზოგადოებას ვპირდები, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდება  სოფლამდე მისასვლელ და შიდა საუბნო გზებს. ქალაქის დარჩენილ უბნებსა და ყველა სოფელში მოგვარდება სასმელი წყლის პრობლემა. ასევე, დასრულდება საკანალიზაციო ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა; მოეწყობა ნაპირდამცავი ნაგებობები; დასრულდება ყველა დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტი და ყველა სოფელში ბიბლიოთეკების საკითხი მოგვარდება“, - განაცხადა დავით მხეიძემ.

ამბროლაურის მერობის კანდიდატი არჩევის შემთხვევაში, სოფლებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობასა და ამბულატორიული მომსახურების შემოღებას გეგმავს.

„ვპირდები საზოგადოებას, ყველა პირობას შევქმნი, რათა კომფორტულად იგრძნოს თავი, როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ისე ნებისმიერმა სტუმარმა. იმედი მაქვს თქვენი გონიერების, რომ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და ერთად ვიზრუნებთ ჩვენი კუთხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ამბროლაურის მერობის კანდიდატმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია