დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადვოკატები ერთიანდებიან
2009/12/11 21:03:02

დასავლეთ საქართველოში მოქმედი ადვოკატები 12 დეკემბერს ქუთაისში იკრიბებიან. გარდა იმერეთის რეგიონში მომუშავე ადვოკატებისა, შეკრებაზე გურიიდან და აჭარიდანაც ჩამოვლენ. ადვოკატებს ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“  მემორანდუმს გააცნობენ. ორგანიზაციაში გაწევრიანებას ადვოკატები საკუთარი ხელმოწერით დაადასტურებენ. ამ ორგანიცაზიის წევრები დღეს უკვე არიან ისეთი ცნობილი ადვოკატები, როგორებიც არიან: დავით ასათიანი, დიმიტრი გაბუნია, მანანა კობახიძე, დავით ლანჩავა, როინ მიგრიაული, ზურაბ ტაბიძე და სხვები.

„ჩვენი ადვოკატთა გუნდი გვაძლევს იმედს, რომ შევძლებთ ადვოკატთა ასოციაცია ერთ სტრუქტურად ვაქციოთ, სადაც მთავარი პრიორიტეტი ადვოკატთა პრესტიჟის ამაღლება, მათი პროფესიული განვითარება, სამართლებრივი სისტემების და კოლეგების პატივისცემა, აპოლიტიკურობა და დამოუკიდებლობა იქნება,“ - აცხადებს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი მანანა კობახიძე. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1804
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია