დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხარაგაულის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს (R)
2017/09/18 23:28:15

პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკო თოურიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატი, ხარაგაულის საკრებულოს დაბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ პაატა გოგოლაძესთან ერთად, პატარა ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდა

ნიკო თოფურიძის განცხადებით, მისი მერად არჩევის შემთვევაში, პატარა ხარაგაულში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა მოწესრიგება, ქუჩებისა და ჩიხების რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო ბავშვებისთვის გასართობი მოედნები მოეწყობა.

 დიდ ყურადღებას მივაქცევთ ასევე, სხვადასხვა სტიქიური თუ მეწყერული პროცესებისგან დაზიანებული სახლების აღდგენას. ამ კუთხით ძალიან ბევრი განცხადება შემოდის. ასეთი საცხოვრისების აღდგენა ჩვენი პრიორიტეტი იქნება“, - აღნიშნა ნიკო თოფურიძემ.

მერობის კანდიდატმა ყურადღება ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ გზის ღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ხარაგაულის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7729
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია