დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ თავისი მოადგილის გასამართლებლად სპეციალური ბრიფინგი გამართა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/09/18 22:16:41

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა, მედიისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე მისი მოადგილის, ნიკა ლატარიას მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნიკა ლატარიას შესახებ არაზუსტია,რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს.

 

საუბარია, ლატარიას მიერ თანხის გაპროცენტებისა და საკრებულოში მის მიერ აღებულ მაღალ ხელფასსა და დანამატზე.

 

დავით დვალმა არგუმენტად  2015 წლის ქონებრივი  დეკლარაცია მოიშველია ,რომლის თანხმადაც, ლატარია 2015 წელს დანამატს ღებულობდა 10 თვის განმავლობაში.  ამ თანახმ კი შეადგინა 17 000 ლარი.

იმავე 2015 წლის დეკლარაციით ლატარიას საქველმოქმედო გადარიცვებში დაფიქსირებულია 45 000 ლარი.

 

როგორც დავით დვალმა განაცხადა, ლატარიას შემოწირულობა საკრებულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში საკმაოდ დიდი იყო.

 

მედიის წარმომადგენლების კითხვას, თუ რა დამსახურებისთვის იღებდა ლატარია 2 წელი და ნახევარი დანამატს, დვალმა ასე უპასუხა: "ლატარია საკრებულოს წევრობის გარდა, სხვა ფუნქციებსაც ითავსებდა, იყო სხვადასხვა კომისიის წევრი, ამიტომ გაწეული შრომის სანაცვლოდ იღებდა დანამატს."

 

ბრიფინგს ასევე ესწრებოდა საკრებულოს წევრი ტარიელ მეტონიძე. მან ლატარიას საჯაროდ მადლობა გადაუხდა  მისი და მისი ოჯახის უანგარო დახმარებისთვის და განაცხადა,რომ ნიკა ლატარია თავის კუთვნილ ხელფასს მას აძლევს.

 

როგორც ლატარიას კოლეგები და მეგობრები აცხადებენ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავმდაბლობის გამო არ სურდა აღნიშნულ თემაზე საუბარი, ამიტომ დატოვა მისი მისამართით  წაყენებული ბრალდებები უპასუხოდ.

 

ნავსი გატეხილია, ვნახოთ, მოისურვებს თუ არა ქველმოქმედი ჩინოვნიკი შელახული რეპუტაციის აღდგენას და საკუთარ ქველმოქმედებაზე უფრო დოკუმენტურ საუბარს.


ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2448
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია