საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერმა ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა (R)
2017/09/16 23:50:16

პრემიერ-მინისტრმა, პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, „ქართულ ოცნების“ სახელით, ამ რეგიონში მერობის 9 კანდიდატი იბრძოლებს.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის  მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება, მესტიის - კაპიტონ ჟორჟოლიანი; ფოთის - გოჩა კურდღელია; აბაშის - ლევან მაკალათია, სენაკის - ლევან კუპრეიშვილი; მარტვილში ალექსანდრე გრიგალავას, ხოლო ხობში გოჩა ქაჯაიას კანდიდატურები დასახელდა; წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია, ჩხოროწყუს კი დავით გოგუა იქნება.

„ეს ადამიანები მზად არიან იზრუნონ თითოეული თქვენგანის და თქვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის. მზად არიან იმისათვის, რომ ეს ულამაზესი რეგიონი გახდეს კიდევ უფრო ლამაზი და გაბრწყინებული. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კანდიდატების წარდგენისას.

მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატები ასევე წარადგინა იმერეთში, კახეთში, გურიასა და აჭარაში. პრემიერი კანდიდატებს, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში წარადგენს.

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1994
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია