საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კახა კალაძე დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართავს (R)
2017/09/16 00:05:08

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის

კანდიდატი, კახა კალაძე, დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების

წარმომადგენლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მისი მერიობის პერიოდში, მწვანე

სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე მშენებლობის არც

ერთი ნებართვა არ გაიცემა.

„მე არ ვარ მშენებლობის წინააღმდეგი. პირიქით, ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი

ქალაქის სწორ განვითარებას, თუმცა, ახლა, გულწრფელად მინდა გითხრათ ყველას, რომ

ჩემი მერიობის პერიოდში, მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა, არც ერთი

პროექტი არ განხორციელდება მწვანე სივრცეების, სკვერების, პარკების, სათამაშო

მოედნების, კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოებრივი სივრცეების

შეზღუდვების ხარჯზე“, - განაცხადა კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის

წარდგენისას.

მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ საზოგადოებასთან ერთად, ქალაქის

გაჯანსაღებისთვის ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

კახა კალაძე იმედოვნებს, რომ პირველ რიგში, სწორედ საზოგადოება დადგება

ხელისუფლების გვერდით, რათა ის პრობლემები ერთად გადაწყვიტონ, რაც ქალაქს

ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით აქვს.

„მჯერა, რომ ჩვენ შევქმნით ამ ქალაქის ახალ, საამაყო ისტორია, სადაც სათანადოდ

იქნება დაფასებული ქალაქის წარსული, ყველა უბანი იქნება მოწესრიგებული,

გამწვანებული და თანაბრად განვითარებული, სადაც ცხოვრება სასიამოვნო და

სასურველი იქნება ადამიანებისთსთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2048
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია