საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ქვევრი ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის მუდმივი ექსპოზიციის ნაწილი გახდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/09/15 20:11:41

ქვევრი დღეიდან ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის მუდმივი ექსპოზიციის ნაწილია - "იუნესკოს“ მიერ, „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის“ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებასთან დაკავშირებით, ბორდოში Cité des Civilisations Du Vin-ის ცენტრალურ შესასვლელში დიდი ზომის ქვევრი განთავსდა. 


ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო, რომელმაც დღეს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამოფენა - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ გახსნა. 
საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელმაც მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია. 


უკვე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს, არსებობს მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია და საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი ძვ.წ. VI-V ათასწლეულებს განეკუთვნება; 7 ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა, 3-წლიანი კვლევის შედეგად დაადასტურეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3803
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია