საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გრიგოლ ვაშაძე: "ჩვენ ვპირდებით,რომ ბიუროკრატიული ჩაკეტილობა, ტენდერების ნათესავებში დარიგება და პრემია-დანამატების გაცემა დასრულდება"
2017/09/14 11:04:00


"ჩვენ წარვადგინეთ   მაჟორიტარობის კიდევ  3 კანდიდატი. ამ ახალგაზრდებს აქვთ არა მარტო თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება,  არამედ - განათლების სისტემაში და არასამთავრობო სექტორშიც. ვერცერთ ქუთაისელს ვერ დავპირდებით და ვერ ვეტყვით, რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ეს ქალაქი  იცხოვრებს ნორვეგიის და შვეიცაარიის მსგავსად. მაგრამ ჩვენ ვპირდებით,რომ ბიუროკრატიული ჩაკეტილობა, ტენდერების ნათესავებში დარიგება და პრემია-დანამატების გაცემა დასრულდება."-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


შეგახსენებთ,რომ "ერთიან ნაციონალურ" მოძრაობას ქუთაისის ყველა ოლქში ჰყავს მაჟორიტარობის კანდიდატი. წარმოგიდგენთ მათ სიას:

ვაკისუბანი-სულხან- საბას ოლქი -ჯუმბერ შაშიაშვილი

ძელქვიანის ოლქი-მალხაზ ვაშაყმაძე

ავტოქარხნის ოლქი - ვალერი კლდიაშვილი

ავტომშენებლის ოლქი-გაგა მანაგაძე

გამარჯვების-ლაშა შალამბერიძე

უქიმერიონის ოლქი-მამუკა ირემაძე

ქალაქ-მუზეუმი-ნიკოლოზ ნარსია

საფიჩხიის ოლქი-გიორგი უკლება

კახიანაურის ოლქი-დავით ბახტაძე

ნიკეას ოლქი-კახა გაბუნია

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3398
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია