დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითმმართველობის არჩევნები 2017
"ევროპულმა საქართველომ"ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
2017/09/14 10:48:00

პარტია "ევროპულმა საქართველომ"ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ამ რეგიონშიი მათი  გამარჯვების შემთხვევაში, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით  პენსიას 20 ლარით გაზრდიან.


"ბოლო 5 წელია, ქუთაისელებს კვებავენ აბსოლუტურად უსაფუძვლო დაპირებებით, გვახსოვს სასაცილო პრობლემები. ამ ტყუილს და განცდას, რომ ქუთაისი არ ვითარდება, დროა წერტილი დაესვას. ამ ქალაქს სჭირდება გუნდი, რომელიც განავითარებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც გაზრდის პენსიებს და შექმნის დასაქმების ადგილებს. ამ ყველაფერს შეძლებენ ჩვენი დასახელებული კანდიდატები."-განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

 

წარმოგიდგენთ ევროპული სქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატების სიას, ოლქების მიხედვით:

ვაკისუბანი-სულხან- საბას ოლქი -ნანა ქუმელაშვილი

ძელქვიანის ოლქი-ელისო დათუსანი

ავტომშენებლის ოლქი-გიორგი ხუციშვილი

ავტოქარხანის ოლქი-მერაბ მეშეველიანი

გამარჯვების-რევაზ გვამბერაძე

უქიმერიონის ოლქი-ამირან ძოწენიძე

ქალაქ-მუზეუმი-დავით ჯანელიძე

საფიჩხიის ოლქი-ანდრო მაღლაკელიძე

კახიანაურის ოლქი-კახა ქორიძე

ნიკეას ოლქი-კონსტანტინე რატიანი


"ევროპულმა საქართველომ" უკვე დაასახელა მერობის კანდიდატებიც. ქუთაისის მერობისთვის დავით გოგისვანიძე იბრძოლებს.

 

 ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია