საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იუსტიციის მინისტრი შვილთან, მერი კაკულიასთან ერთად, „გაგუას კლინიკას“ ეწვია და ჩვილებს ახალშობილის სამაჯურები გადასცა
2017/09/12 20:29:35

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს შვილთან - მერი კაკულიასთან ერთად თბილისში „გაგუას კლინიკას“ ეწვია და ჩვილებს ახალშობილისსამაჯურები გადასცა.


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს შვილთან - მერი კაკულიასთან ერთად თბილისში „გაგუას კლინიკას“ ეწვია და ჩვილებს ახალშობილის სამაჯურები გადასცა.

 

იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მხარს უჭერს პარტნიორ სახელმწიფო დაწესებულებებს, საიდანაც ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის შესახებ იღებს ცნობებს და სამშობიაროებს უფასოდ გადასცემს ახალშობილთა საიდეიტიფიკაციო სამაჯურებს.

 

შედეგად: საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრირებული ყველა სამედიცინო დაწესებულება ევროპული ხარისხის, ერთნაირი ფორმის, დახვეწილი დიზაინის სამაჯურებით მომარაგდება.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამაჯურების სრული მარაგი, ტენდერის გზით, ევროპული კომპანია PDჩ Hეალტჰცარე -სგან მიიღო. PDჩ (ჰტტპ://წწწ.პდცორპ.ცომ/) ჯანდაცვის სფეროში გლობალური ლიდერია, სხვა მრავალ სამედიცინო პროდუქტებთან ერთად, კომპანია უზრუნველყოფს ახალშობილების უსაფრთხო, ანტიალერგიული, მაღალტექნოლოგიური საიდენტიფიკაციო სამაჯურების დამზადებას. კომპანიას 60 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ამ კუთხით და პროდუქტს აწარმოებს მსოფლიოს ინოვაციური საიდენტიფიკაციო სისტემების მეშვეობით. აღნიშნული სამაჯურების სრული რაოდენობა 29 600 ლარი დაჯდა, ერთეული სამაჯურის ღირებულება 37 თეთრით განისაზღვრა.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში წელიწადში 60 000-მდე ახალშობილი იბადება. აღნიშნული სამაჯურებით მოხდება ახალბედა მშობლების ინფორმირება დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო უწყების თაობაზე. აღსანიშნავია, ის, რომ საიდენტიფიკაციო სამაჯურებზე დატანილია წარწერა: „დაბადება რეგისტრირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“.

 

პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მშობლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავენ შვილის პირველ სამაჯურს და ხშირად მას თვალსაჩინო ადგილზე განათავსებენ ხოლმე; სწორედ ამიტომ დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო სტრუქტურა დედებსა და პატარა მოქალაქეებს მაღალი ხარისხის საინდეტიფიკაციო სამაჯურებით დაასაჩუქრებს.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამარაგებს. 

 

აღსანიშნავია, რომ 17 000-მდე სამაჯური უკვე დარიგებულია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამშობიარო სახლებში, მათ შორის: ბათუმის, ქობულეთის, ზუგდიდის, მარტვილის, ხობის, ფოთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, სენაკის, თბილისის სამშობიარო სახლ "იმედის" კლინიკაში და თელავის სამშობიარო სახლებში.

 

ზემოთ ჩამოთვლილ კლინიკებს დღეიდან „გაგუას კლინიკაც“ შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ 18 მარტს იუსტიციის მინისტრის ქალიშვილი მერი ამ კლინიკაში დაიბადა და ახალშობილების სამაჯურებით დასაჩუქრებაში დღეს თავადვე მიიღო მონაწილეობა. 

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებებს არსებული მარაგის ამოწურვის შემდეგაც მოამარაგებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 984
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია