საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
№17 თელავის და №54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში ჩარევის გამო, რაიონულმა სასამართლომ ორი პირი დააჯარიმა
2017/09/12 19:02:32

 

საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის გამო, თელავის რაიონულმა სასამართლომ ნიკოლოზ ვარდოშვილი სამართალდამრღვევად ცნო. ის 500 ლარით დაჯარიმდა.


№17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ მის კაბინეტში ნიკოლოზ ვარდოშვილის უნებართვო შეჭრასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 2017 წლის 8 სექტემბერს შეადგინა და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაუგზავნა.

ნიკოლოზ ვარდოშვილრამდენიმე უცნობ მოქალაქესთან ერთად  2017 წლის 7 სექტემბერს  №17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კაბინეტში, თათბირის მსვლელობისას, უნებართვოდ შეიჭრა. აღნიშნული მოქმედებით მან განახორციელა კომისიის საქმიანობაში ჩარევა, რის გამოც გაძევებულ იქნა კომისიის შენობიდან.

 

***


2017 წლის 1 სექტემბერს, №54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა იმნაძემ კომისიის შენობის ფოიეში ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლის ძალისმიერი გზით შეჭრასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაუგზავნა.

საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი სამტრედიის ოლქში ფრიდონ შენგელია 2017 წლის 1 სექტემბერს, №54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის ფოიეში, ძალისმიერი გზით შეიჭრა (ჩაკეტილი კარის თვითნებურად გაღებით), რითაც განახორციელა კომისიის საქმიანობაში უკანონო ჩარევა და გამოიწვია მხარდამჭერთა სიების შემოწმების პროცესის შეფერხება.

 

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიისწარმომადგენელი სამტრედიის ოლქში ფრიდონ შენგელია სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2905
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია